ახალი ამბები

პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა ევროინტეგრაციაზე არ აისახება

6 აგვისტო, 2014 • • 986
პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა ევროინტეგრაციაზე არ აისახება

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები, მინისტრი პასუხობს:

 

“საქართველოს ევროინტეგრაციაზე გავლენას ვერაფერი მოახდენს ნეგატიურ კონტექსტში, ამას ვერაფერი შეაჩერებს. მინდა ერთი მთავარი რამ გითხრათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში, სენატორების, სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკომისრების, უმაღლესი კომისრების მხრიდან ყველგან ერთხმად არის აღნიშნული და აღქმული, რომ თუკი კითხვები არსებობს, გამოძიების კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და თუ თავს თვლის მართლად, გამობრძანდეს და გასცეს პასუხი,” – ამბობს პეტრიაშვილი.

 

პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, “საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას”. ხოლო მეორე საქმე, რომელშიც, ასევე, ბრალდებულია ექსპრეზიდენტი, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს ეხება.


შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა კეტრინ ეშტონმა და შტეფან ფულემ სააკაშვილისთვის ბრალდების წარდგენის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი