ახალი ამბები

შუქრუთის მაღაროში ელმავლის მემანქანე დაიღუპა

6 აგვისტო, 2014 • • 1215
შუქრუთის მაღაროში ელმავლის მემანქანე დაიღუპა

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ზაალ ტყემალაძე პანტოგრაფს ასწორებდა, რისი მეშვეობითაც ელმავალი მოძრაობს, სწორედ ამ დროს იგი ბეჭით შეეხო სადენს და დენმა დაარტა. 

 

“გვაქვს შეკითხვები, რატომ იყო ამობრუნებული სადენები და რატომ დასჭირდათ გასწორება,  რატომ იყო მარტო ეს ადამიანი,  რამდენად ხშირად ხდება ასეთი რამ. წესით, არ უნდა იქმნებოდეს სიცოცხლისთვის სახიფათო  სიტუაცია, სხვა მაღაროებში რა ვითარებაა და სხვა”-, აცხადებს დოლაბერიძე 

 

მისივე თქმით, პროფკავშირი წერილობით მოითხოვს  ფაქტის კვლევის კომისიაში მათი წარმომადგენლების მონაწილეობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დასკვნა არ დაემთხვევა პროფკავშირის წარმომადგენლის შეფასებას, პროფესიული გაერთიანება ალტერნატიულ დასკვნას მოამზადებს:

 

“იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის ბრალეულობა გამოიკვეთა, ჩვენ არ დავტოვებთ ამ საქმეს და  სასამართლოს მივმართავთ” ,- ამბობს დოლაბერიძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი