ახალი ამბები

ხადური: აზერბაიჯანის საბაჟოსგან გამაფრთხილებელი წერილი მივიღე

6 აგვისტო, 2014 • • 928
ხადური: აზერბაიჯანის საბაჟოსგან გამაფრთხილებელი წერილი მივიღე

“გუშინ მივიღე მე წერილი, რომელიც აზერბაიჯანის საბაჟომ გამოუგზავნა ჩვენს შემოსავლების სამსახურს. იქ არის გაფრთხილება, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა მიიღო დავალება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და შს სამინისტროსთან ერთად დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა უფრო ნათელი გახდეს ის რეგულაციები, რომლის შემოღებასაც აზერბაიჯანი აპირებს,” – ამბობს ხადური. 

 

აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2013 წლის პირველ აპრილს ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად 2006 წლამდე გამოშვებული მანქანით აზერბაიჯანში შესვლა იზღუდება. საქართველოს შემთხვევაში კანონი ძალაში 1 აგვისტოს შევიდა, რის გამოც საქართველოს ტერიტორიიდან 2006 წლამდე გამოშვებული მანქანები აღარ შეუშვეს.

 

საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში განაცხადა, რომ 2006 წლამდე გამოშვებული მანქანების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლა კი არ იკრძალება, არამედ იზღუდება. მძღოლი იმ შემთხვევაში შეძლებს საზღვარზე გადასვლას, თუ საბაჟოზე დატოვებს საგარანტიო თანხას იმ პირობით, რომ ამავე მანქანით საქართველოში დაბრუნდება:

 

“ეს კანონი ითვალისწინებს შეზღუდვას და არა აკრძალვას. შეზღუდვა მდგომარეობს იმაში, რომ  2006 წლამდე გამოშვებულ ავტომანქანებს ექნებათ უფლება შევიდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, თუ ისინი საზღვარზე საგარანტიო თანხას დატოვებენ, რომ მაქანა უკან დაბრუნდება საქართველოში, ან მიმწვევი აზერბაიჯანის მოქალაქეს, საგარანტიო წერილის საფუძველზე, ექნება საშუალება, რომ გადაკვეთოს საზღვარი,”– ამბობს თეიმურაზ შარაშენიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი