ახალი ამბები

ალასანია: წვლილს შევიტანთ ევროატლანტიკური სივრცის დაცვაში მაშინაც, თუ რუსეთთან დაპირისპირება მოხდება

6 აგვისტო, 2014 • • 1003
ალასანია: წვლილს შევიტანთ ევროატლანტიკური სივრცის დაცვაში მაშინაც, თუ რუსეთთან დაპირისპირება მოხდება

“დღევანდელი შეხვედრა, ინფორმაციის, შეთავაზებების, წინადადებების გაცვლა ელჩებსა და ჩვენს შორის იყო ძალიან ნაყოფიერი. ჩვენ ახალი ვიზიტებიც დავგეგმეთ და უფრო მეტი ყურადღბა ცენტრალური აზიის ქვეყნებში ურთიერთობების გაღრმავებაზე ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ ტერორიზმის საფრთხეებზე, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. მთავარი თემა, ბუნებრივია, იყო მზადება ნატოს სამიტისთვის და მე შემიძლია ვთქვა, რომ საგარეო უწყება და ყველა სხვა სამინისტრო მზად არის ამ ამოცანის შესასრულებლად.”

 

მისივე განმარტებით, წინა წელთან შედარებით თავდაცვის სამინისტროს წვევამდელთა რიცხვი დაახლოებით 2 ათასი ადამიანით შემცირდა, რაც იმ გეგმის ნაწილია, რომლის თანახმად 2017 წელს ქვეყანა მთლიანად პროფესიულ სამხედრო არმიაზე იქნება გადასული.

 

მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს და ევროაატლანტიკური სივრცის დაცვაში საქართველო წვლილს შეიტანს, მათ შორის, თუ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო დაპირისპირება მოხდება:


“ნატოს შემდეგი სამიტის ძირითადი ნაწილი მიეძღვნება სწორედ სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების გაზრდას და რუსეთიდან აგრესიის შემთხვევაში რეაქციის ორგანიზებას სამხედრო კუთხით. როგორც იცით, 2015–2016–2017 წლებში ვართ ნატოს სწრაფი რეაგირების შენაერთების ნაწილი, ჩვენმა ჯარმა სერტიფიცირება გაიარა. სწორედ ასე, შეიარაღებული ძალებით ჩვენ წვლილს შევიტანთ არა მარტო საქართველოს, მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის დაცვის საქმეში, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ფედერაციასთან მოხდება დაპირისპირება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი