ახალი ამბები

ანონსი – 6 აგვისტო

5 აგვისტო, 2014 • • 1594
ანონსი – 6 აგვისტო
 11 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ექიმის კაბინეტის სარემონტო სამუშაოებს თბილსის 64-ე საჯარო სკოლაში გაეცნობა.
 
 
11:30 საათზე ​„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო​ს​“ ​ ორგანიზებით, სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართება დისკუსია სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებ​ზე.
 
 
 12:00 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და ქალაქ ქუთაისის მერი ქუთაისში, ბუხაიძის ქ. #12–ში, ცენტრის განახლებულ ადმინისტრაციულ შენობას მოინახულებენ.
 
 
12:00 საათზე, სასტუმრო „ძველი თბილისში“ გაიმართება კონფერენცია  თემაზე: ,, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები სრული შემადგენლობით გადარჩევის აუცილებლობა და ახალი არჩევნების ჩატარება“.
 
 
12:00 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქუთაისში, ბუხაიძის ქ. #12–ში, ცენტრის განახლებულ ადმინისტრაციულ შენობას მოინახულებენ.
 
 
13:00 საათზე “პრაიმტაიმის” პრესკლუბში სტუდენტები რომლებიც განათლებას აშშ- ში იღებენ განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის “ცოდნის კარის” შედეგებს გააპროტესტებენ და პრემიერ მინისტრს, მის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით მიმართავენ.
 
 
15 საათზე, ქალთა საინფორმაციო ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმს მართავს თემაზე ”ქალები, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” _ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სამოქმედო გეგმის განხორციელების შუალედური შეფასების პრეზენტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი