ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო: ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადება ლეილა იუნუსთან დაკავშირებით უსაფუძვლოა

5 აგვისტო, 2014 • 1065
ბაქო: ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადება ლეილა იუნუსთან დაკავშირებით უსაფუძვლოა

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანში, ისევე როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არავის აქვს უფლება, საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენოს.


“ამგვარი განცხადებები განიხილება, როგორც ჩარევა აზერბაიჯანის შიდა საქმეებში, სასამართლო სისტემის მუშაობაში. განიხილება, როგორც დანაშაულებრივი ხასიათის მიზანმიმართული პოლიტიზებული ქმედება და უარყოფილია. აზერბაიჯანზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მცდელობის ასეთი გზები სრულიად არაეფექტურია”, – აცხადებს აზერბაიჯანის  საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

ლეილა იუნუსსა და მის ქმარს არიფ იუნუსს სომხეთის სპეცსამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობა ედებათ ბრალად.

 

 

ლეილა იუნუსი; ფოტო: contact.az
ლეილა იუნუსი; ფოტო: contact.az


უფლებადამცველი ლეილა იუნუსი 30 ივლისს აზერბაიჯანში, საკუთარ სახლში დააკავეს.

 


ის აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორია. დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, მან და მისმა კოლეგამ სომხეთიდან, ლაურა ბაგდასარიანმა, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორმა, ბაქოში სომხეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვა გაავრცელეს.

 

მიმართვაში ისინი საზოგადოებას, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ქმედებისკენ მოუწოდებდნენ. 

  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
   

მასალების გადაბეჭდვის წესი