ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა წინასწარი პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

5 აგვისტო, 2014 • • 1321
მიხეილ სააკაშვილმა წინასწარი პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საჩივარი სააპელაციო სასამაღტლოში გუშინ, 4 აგვისტოს დარეგისტრირდა, თუმცა სხდომა ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკამყოფილა და წინასწარი პატიმრობა 2013 წლის 2 აგვისტოს შეუფარდა. 

 
მიხეილ სააკაშვილთან ერთად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს.
 
 

პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, “საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას”

 

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია 100-მდე მოწმე, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეოჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები შეადგენს 80 ტომს.

მიხეილ სააკაშვილი გაერპს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას
მიხეილ სააკაშვილი გაერპს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას

მასალების გადაბეჭდვის წესი