ხელოვნება

გიბლიმ შესაძლოა ანიმეების შექმნა შეწყვიტოს

4 აგვისტო, 2014 • • 1094
გიბლიმ შესაძლოა ანიმეების შექმნა შეწყვიტოს

გიბლის გენერალურმა მენეჯერმა ტოშიო სუძუკიმ ანიმეების წარმოების შეჩერების შესახებ კვირას, 3 აგვისტოს ტელევიზიის ეთერით ისაუბრა. მისი თქმით,  29-წლიანი მუშაობის  შემდეგ ანიმეების შექმნა შეწყდება, რასაც კომპანიაში დასაქმებული პერსონალის შემცირებაც მოჰყვება. ამიერიდან გიბლის მთავარი მიმართულება უკვე არსებული 20 ანიმეს სავაჭრო ნიშნის და საავტორო უფლებების მართვა იქნება.   

 

ტოშიო სუზუკიმ გიბლის თანადამფუძნებლის  და რეჟისორის ჰაიაო მიაძაკის კინოდან წასვლაზეც გაამახვილა ყურადღება:

 

“მიაძაკის კინოდან წასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რა უნდა აკეთოს გიბლიმ? ჩვენ შესვენება გვჭირდება, რათა მოვიფიქროთ, რას გავაკეთებთ შემდეგში”.

 

გიბლის მიერ მუშაობის შეჩერების შესახებ დიდი ხანია საუბრობენ, ერთი მხრივ, ეს შესაძლოა პროდუქციის შექმნისთვის საჭირო დიდ თანხებსა  და დაბალ მოგებას უკავშირდებოდეს.

 

სტუდია გიბლი 1985  წლიდან არსებობს, მან შექმნა საყოველთაოდ ცნობილი ანიმეები, როგორიცაა “ჩემი მეზობელი ტოტორო” , “Howl’s Moving Castle” და ოსკაროსანი “Spirited Away”

 

“When Marnie Was There” ბოლო ანიმეა, რომელი ამ დროისთვის გიბლიმ შექმნა, მისი  ჩვენება  19 ივლისს იაპონიაში გაიმართა, თუმცა მსოფლიო პრემიერის თარიღი ჯერ ცნობილი არაა.

 

ჩემი მეზობელი ტოტორო
ჩემი მეზობელი ტოტორო

მასალების გადაბეჭდვის წესი