ეკონომიკა

“ფლაი ვისტა” თბილისიდან თეირანის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს

4 აგვისტო, 2014 • • 1717
“ფლაი ვისტა” თბილისიდან თეირანის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს

“ფლაი ვისტას” აღმასრულებელი დირექტორი გრიგორი პომერანცოვი “ნეტგაზეთთან” საუბრში ამბობს, რომ საქართველოს ავიაბაზარი მიმზიდველია:   

 

“ავიაკომპანია “ფლაი ვისტამ” თავისი საქმიანობა საქართველოს ავიაბაზარზე 2014 წლის მაისში დაიწყო, როგორც რეგულარულმა ავიაგადამყვანმა. ჩვენი მიზანია განვავითაროს სამარშრუტო ქსელი. ჩვენ გავაანალიზეთ რამდენიმე მარშრუტი თბილისიდან. ვხედავთ, რომ არსებობს ძალიან კარგი პოტენციალი. იზრდება მოთხოვნა ფრენებზე თბილისიდან. ასევე მოთხოვნაა მსხვილი ცენტრების მხრიდან მეზობელი სახელმწიფოებიდან. ამიტომ შემთხევვით არ აგვირჩევია მარშრუტი “თბილისი–თეირანი.”

 

გრიგორი პომერანცოვი ამბობს, რომ “თბილისი–თეირანის” მიმართულებაზე მოთხვნა მზარდი იქნება:” საქართველო ძალიან მომხიბვლელია ირანისთვის და სხვა ქვეყნებისთვის რეგიონში. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მომსახურება, ანუ კომპანია, რომელიც სთავაზობს ხარისხიან მომსახურებას მოსხერხებელ და დაბალ ფასში, ამ მიმართულებაზე იქნება საჭირო. ამ დროისათვის პარკში გვაქვს ბოინგის ორი თვითმფრინავი 737 300. რომლის სალონშიც არის 142 ადგილი ერთიანი კლასის მომსახურებით. ჩვენ ვთავაზობთ ხარისხიან საკვებს და სასმელებს ბორტზე დამატებით ფასში. კვირაში ორჯერ ვიფრენთ თეირანის მიმართულებით – ორშბათს და პარასკევს. ბილეთის ფასი ერთ მიმართულებაზე დამოკიდებული იქნება მოთხოვნეზე. ჩვენ გამოვიყენებთ ელასტიკურ სატარიფო პოლიტიკას. რაც მეტი იქნება მოთხოვნა, ფასი დაიწევს. ფასი აეროპორტის მოსაკრებლის და ყველა გადასახადით ერთი მიმართულებით 99 დოლარი იქნება.”

 

“ფლაი ვისტა”თეირანის გარდა გეგმავს ფრენებს კიევის, ალმა–ატის, თელავივის და მოსკოვის მიმართულებით. 

 

გრიგორი პომერანცოვის ინფორმაციით, საქართველოში კომპანიის ფრენების ოპერატორია “ვისტა ჯორჯია”, რომელიც ფრენებს ბრენდ “ფლაი ვისტას” ქვეშ განახორციელებს:

 

“ეს არის კომპანიისათვის პირველდი გამოცდილება – მგზვრის გადაყვანა. 2009 წლიდან კომპანია “ვისტა ჯორჯია” ასრულებდა ჩარტერულ რეისებს ლიზინგით აღმოსავლეთის ქვეყნებში.”  

 

საჯარომ რეესტრის მონაცემებით, კომპანია “ფლაი ვისტას”  დირექტორია აფანდი ლახიალოვი. კომპანიის 15% –ს ჯუმბერ იაკობიძე ფლობს, ხოლო  85%-ს – ლახილოვი აფანადი. 

 

რაც შეეხება “ვისტა ჯორჯიას”, კომპანიას ვლადიმერ გოგოლაშვილი ხელმძღვანელობს.  “ვისტა ჯორჯიაში” ანჟელიკა ლახიალოვა 40%-ს , ხოლო ანა საფაროვა 51%-ს ფლობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი