ახალი ამბები

8 წელზე მეტი ასაკის მანქანით აზერბაიჯანში გადასვლა საგარანტიო თანხით იქნება შესაძლებელი

4 აგვისტო, 2014 • • 3003
8 წელზე მეტი ასაკის მანქანით აზერბაიჯანში გადასვლა საგარანტიო თანხით იქნება შესაძლებელი

თეიმურაზ შარაშენიძის თქმით, 2006 წლამდე გამოშვებული მანქანის მძღოლი იმ შემთხვვაში შეძლებს საზღვარზე გადასვლას, თუ საბაჟოზე დატოვებს საგარანტიო თანხას, იმ პირობით, რომ ამავე მანქანით საქართველოში დაბრუნდება:

 

“ეს კანონი ითვალისწინებს შეზღუდვას და არა აკრძალვას. შეზღუდვა მდგომარეობს იმაში, რომ  2006 წლამდე გამოშვებულ ავტომანქანებს ექნებათ უფლება შევიდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, თუ ისინი საზღვარზე საგარანტიო თანხას დატოვებენ, რომ მაქანა უკან დაბრუნდება საქართველოში, ან მიმწვევი აზერბაიჯანის მოქალაქეს, საგარანტიო წერილის საფუძველზე, ექნება საშუალება, რომ გადაკვეთოს საზღვარი.”

 

თეიმურაზ შარაშენიძის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საქართველოს თხოვნა გაითვალისწინა და კანონის ამოქმედება ორი კვირით გადადო. 

 

მანქანა
მანქანა

“კანონი ძალაში იყო შესული 1 აპრილიდან, აზერბაიჯანის ხელისუფლების კეთილი ნებით 1 აგვისტომდე იქნა გადავადებული. მაგრამ მოხდა იქ გაუგებრობა. ყველა ჩევნი მოქალაქე არ იყო ინფორმირებული. გაიზიარა ჩვენი თხოვნა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ და კიდევ ორი კვირით გადაწია ამ კანონის ამოქმედება”, – განაცხადა საქართველოს ელჩმა თბილისში დღეს გამართული ამბასადორიალის დაწყებამდე. 

 

აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2013 წლის პირველ აპრილს ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად 2006 წლამდე გამოშვებული მანქანით აზერბაიჯანში შესვლა იზღუდება. საქართველოს შემთხვევაში კანონი ძალაში 1 აგვისტოს შევიდა, რის გამოც საქართველოს ტერიტორიიდან 2006 წლამდე გამოშვებული მანქანები აღარ შეუშვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი