ეკონომიკა

2014 წლის 7 თვეში საქართველოდან ღვინო 35 ქვეყანაში გავიდა

4 აგვისტო, 2014 • • 1020
2014 წლის 7 თვეში საქართველოდან ღვინო 35 ქვეყანაში გავიდა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცადებენ, რომ ეს მონაცემი 95%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
 
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
 
 
რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელარუსი, სადაც რუსეთი ლიდერობს 65%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში.
 
 
ღვინის ექსპორტმა რუსეთში, 2014 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, 20 502 499  ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი.
 
 
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 102 186 500 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 117%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
 
 
ამასთან, ივლისის მონაცემებით, 12 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 455 295 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი.
 
 
 
2014 წლის განვლილ 7 თვეში ბრენდის ექსპორტმა  თანხაში 22 973 604 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 66%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.  
ღვინო
ღვინო

მასალების გადაბეჭდვის წესი