ახალი ამბები

პრემიერი: მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ არა ივანიშვილი, ახლაც სააკაშვილი იქნებოდა

3 აგვისტო, 2014 • • 1240
პრემიერი: მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ არა ივანიშვილი, ახლაც სააკაშვილი იქნებოდა

“მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის რაც არაერთხელ მითქვამს, ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და გვაქვს ობიექტური და გამჭირვალე გამოძიება და საჭიროა, რომ ყველა დაველოდოთ ობიექტური გამოძიების შედეგებს. დაე, მართლმსაჯულებამ განსაზღვროს, თუ ვინ არის დამნაშავე და ვინ არა.საქართველოს მოსახლეობა 9 წლის მანძილზე ისმენდა ტყუილს და ვირტუალურ სამყაროში გვამყოფებდა ყველას ჩვენ. მე არ ვაპირებ, რომ მის აბსურდულ განცხადებებზე რაიმე კომენტარი გავაკეთო, ობიექტურ გამოძიება დაადგენს ყველაფერს. “.– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

პრემიერ–მინისტრს ასევე ჰკითხეს მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ინტერვიუს შესახებ, რომელი მან  გადაცემა  “განსხვავებულ აქცენტებს” მისცა, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი  უკიდურესად გადამწყვეტი მოქმედებების მომხრე იყო 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, “უფრო მეტიც, ვანოს ურჩევდა ყველანაირ ხრიკებს პატარკაციშვილის წინააღმდეგ”:

 

“არ შეიძლება ამ ადამიანის განცხადებებზე მე სერიოზული კომენტარი გავაკეთო. არასაერიოზული უნდა ვიყო მე, რომ მიხეილ სააკაშვილის აბსურდულ და დემაგოგიურ განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო, მინდა მოსახლეობისთის განვმარტო და შევახსენო, რომ არა ბიძინა ივანიშვილი ახლაც მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა. დღეს საქართველოში ბევრად საშინელი მდგომარეობა იქნებოდა, ის რაც ხდებოდა და ხდება სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში უკრაინაში, დარწმუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილი ავანტურისტული პოლიტიკით და მისი ქმედებებით, პირველი ესკალაცია, რაც მოხდებოდა, მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში”,– განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით “საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას

მასალების გადაბეჭდვის წესი