ახალი ამბები

ალექსანდრე მარგიშვილი, ნინა ხატისკაცი, ალუდა გოგლიჩიძე ნარმანიამ მოადგილეებად დაასახელა

2 აგვისტო, 2014 • • 1169
ალექსანდრე მარგიშვილი, ნინა ხატისკაცი, ალუდა გოგლიჩიძე ნარმანიამ მოადგილეებად დაასახელა

თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია ალექსანდრე მარგიშვილი,  თბილისის მერის მოადგილეებად ასევე წარდგენილნი არიან  ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია, ალუდა გოგლიჩიძე. 

 

ალექსანდრე მარგიშვილი ამ დრომდე კულტურის ყოფილი მინისტრის გურამ ოდიშარიას მოადგილე იყო. მარგიშვილი მას შემდეგ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც პრემიერ–მინისტრმა 21 ივლისს შვიდი მინისტრი შეცვალა, მათ შორის კულტურის მინისტრიც. ალექსანდრე მარგიშვილმა 5 ივლისს “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ დაწყებულ საგამოძიებო ქმედებებს გამოეხმაურა: 

 

“ეს მოფერებად მოგეჩვენებათ, როდესაც მორატორიუმი დასრულდება და მართლმსაჯულების მანქანა ამოიქოქება ახალი საწვავით. უგულავა ვის გაგახსენდებათ?!”.

 

რაც შეეხება მერის კიდევ ერთი მოადგილის კანდიდატურას, ალუდა გოგლიჩიძეს გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრობის პერიოდში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, იგი მარგველაშვილის შემცვლელმა თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. 

 

ნინა ხატისკაცი კი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამების დირექტორი იყო, იგი 2012 წლის ივლისში გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მიზეზად კი ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობა დაუსახელეს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნინა ხატისკაცი წარდგენილი იყო სახალხო დამცველის კანდიდატადაც, თუმცა პარლამენტმა მხარი უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას დაუჭირა. 

 

დავით ნარმანიამ მოადგილეების გარდა ასევე წარადგინა გამგებლებისა და მერიის სამსახურის უფროსების კანდიდატურები. საბურთალოს გამგებლობის კანდიდატი – ბექა მიქუტაძე, ვაკე – გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდა – გელა არჩვაძე, ჩუღურეთი – ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბე – ირმა ზავარდაშვილი, ნაძალადევი – ზაზა გაბუნია, გლდანი – ბესიკ ქარცივაძე, კრწანისი – გიორგი კოპალეიშვილი, ისანი – ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორი – მამუკა ჩოქური. 


თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად წერდგენილია რევაზ ჩახავა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსად წერდგენილია ბიძინა გიორგობიანი, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სმსახურის უფროსად წერდგენილია ირაკლი ბერეკაშვილი, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად წერდგენილია გეგი ნიჟარაძე, იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსად წერდგენილია გურანდა რომანაძე, კეთილომოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად წერდგენილია ავთანდილ სუდაძე, საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსად წერდგენილია ლევან თევზაია, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად წერდგენილია გელა ჩივიაშვილი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად წერდგენილია პაატა ჯაჭვლიანი, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად წერდგენილია დავით მორალიშვილი, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად წერდგენილია ვალერი პაპიაშვილი, არქიტექტურის სამსახურის უფროსი – ნინო ღოღობერიძე და ქონების მართვის სამსახურის უფროსი – გიორგი გაგოშიძე

 

დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ კანდიდატურებს 4 აგვისტოს თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი