ახალი ამბები

მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 1 აგვისტო

1 აგვისტო, 2014 • • 1309
მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 1 აგვისტო

პოლონეთში ვარშავის აჯანყების 70 წლისთავს ზეიმობენ. © EPA, 1.08.2014
პოლონეთში ვარშავის აჯანყების 70 წლისთავს ზეიმობენ. © EPA, 1.08.2014

არმიის მსოფლიო ასოციაციის პრეზიდნეტი ლეჟეკ ჟუკოვსკიმ დაასვენა გვირგვინი პოლონეთის მიწისქვეშა სახელწმიფოსა და პოლონეთის არმიის მემორიალთან ვარშავის აჯანყების 70 დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.  

ვარშავის აჯანყება მიჩნეულიერთ-ერთ მთავარ მოვლენად მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიც მოაწყოს პოლონეთის არმიამ, ნაცისტების წინააღმდეგ 1944 წლის 1 აგვისტოს და 63 დღე გაგრძელდა. ოპერაციის დროს დაიღუპა 150 000-დან 200 ათასამდე მოქალაქე და 18 ათასი აჯანყებული.

აჯანყების ჩახშობის შემდეგ ნაცისტებმა ვარშავიდან გამოასახლეს ქალაქის გადარჩენილი მცხოვრბელები და მიზანმიმართულად მიწასთან გაასწორეს პოლონეთის დედაქალაქი.

ინდოეთის სოფელ მალინში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც სულ მცირე 51 მოქალაქე დაიღუპა © EPA, 1.08.2014
ინდოეთის სოფელ მალინში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც სულ მცირე 51 მოქალაქე დაიღუპა © EPA, 1.08.2014

სამი თვის ბიჭი რომელიც მეწყერის ჩამოწოლას გადაურჩა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ სამედიცინო დახმარებას იღებს. საავადმყოფო სოფელ მალინიდან 65 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მანჩარში მდებაროებს.

მეწყერის შემდეგ სულ მცირე 51 ცხედარი იპოვეს ტალახისა და ქვიშის ქვეშ, მეწყერის შემდეგ, რომელმაც ინდოეთის ჩრდილოდასავლეთით მდებარე შტატ მაჰარაშტრაში. კატასტროფაზე რეაგირების ეროვნული ძალების 360-ზე მეტი პერსონალი გაიგზავნა სოფელში, რათა მიეხმარონ ადგილობრივ პოლიციას.

პალესტინელებს ხელით მიყავთ თავისი მომხრე, მაშინ როცა სხვები ქვებს ესვრიან ისრაელის ჯარისკაცებს. © EPA, 1.08.2014
პალესტინელებს ხელით მიყავთ თავისი მომხრე, მაშინ როცა სხვები ქვებს ესვრიან ისრაელის ჯარისკაცებს. © EPA, 1.08.2014

ეს ფოტო გადაღებულია დასავლეთის სანაპიროზე ქალაქ ჰებრონთან. ჰამასმა 1 აგვისტო გამოაცხადა, “წინააღმდეგობის დღედ” და მრავალ ადგილას დასავლეთის სანაპიროზე იფეთქა საპროტესტო გამოსვლებმა, ჰამასის იმ მებრძოლების სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც ღაზის სექტორში ისრაელის ჯარის წინააღმდეგ იბრძვიან.

ავსტრალიელი და ჰოლანდიელი გამომძიებლები ეძებენ მალაიზიის ავიაზახების კუთვნილი ბოინგის ნამსხვრევებს  © EPA, 1.08.2014
ავსტრალიელი და ჰოლანდიელი გამომძიებლები ეძებენ მალაიზიის ავიაზახების კუთვნილი ბოინგის ნამსხვრევებს © EPA, 1.08.2014

საერთაშორისო ექსპერტებს 1 აგვისტოს შესაძლებლობა მიეცათ ცასულიყვნენ იმ ადგილას, სადაც ბოინგი  MH17 ჩამოვარდა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის სიახლოვეს. ჰოლანდიის მტავრობა აცხადებს, რომ ექსპერტებმა შესაძლოა იპოვეს 80-ზე მეტი გვამი თვითმფრინავის მგზავრებისა, რომლებიც ისევ ჩამოგდების ადგილას მდებარეობს.

ბოინგის მგზავრების უმეტესობა, რომელიც სავარაუდოდ პრორუსმა აჯანყებულებმა ჩამოაგდეს, არიან ჰოლანდიის, მალაიზიისა და ავსტრალიის მოქალაქეები.

ალი კემპბელი, ბრიტანული ბენდის  UB40 წევრი მართავს კონცერტს ვილარ დე მუროს ფესტივალზე კამინიაში, ჩრდილოეთ პორტუგალიაში.© EPA, 1.08.2014
ალი კემპბელი, ბრიტანული ბენდის UB40 წევრი მართავს კონცერტს ვილარ დე მუროს ფესტივალზე კამინიაში, ჩრდილოეთ პორტუგალიაში.© EPA, 1.08.2014

ფესტივალი 31 ივლისიდან 2 აგვისტომდე გრძელდება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი