ახალი ამბები

მარგველაშვილმა და ალიევმა საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილეს

1 აგვისტო, 2014 • • 1011
მარგველაშვილმა და ალიევმა საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და სამომავალი პერსპექტივები განიხილეს.

 

“საუბარი ასევე შეეხო აზერბაიჯანში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ მსგავსი ინციდენტები ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გავლემას ვერ მოახდენს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

31 ივლისს ბაქოში ადგილობრივი ნეფთჩისა და საჩხერის ჩიხურას მატჩი გაიმართა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეგიდით, რა დროსაც sportbox.az-ის ცნობით, ქართველმა გულშეკმატკივრებმა სტადიონზე გამოფინეს საქართველოს დროშა, რომელშიც ზაქათალა და კახი, საქართველოდ იყო მოხსენიებული. აზერბაიჯანული მედიასაშუალების ცნობით, ამ ფაქტმა სტადიონზე მყოფი აზერბაიჯანელი ქომაგების გაღიზიანება გამოიწვია და კონფლიქტში პოლიცია ჩაერია.

 

“აპა”-ს ცნობით, მატჩის შემდგომ ჩიხურას მწვრთნელმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაწერა დაადასტურა და ქართველის ქომაგების ქმედებისათვის ბოდიში მოიხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი