ახალი ამბები

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში 12 ათასამდე ადამიანი დასაქმდება

1 აგვისტო, 2014 • • 967
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში 12 ათასამდე ადამიანი დასაქმდება

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. შეირჩევა დაახლოებით 12 ათასი ადამიანი, მათ შორის 10 ათასი უშუალოდ ინტერვიუერის პოზიციაზე დასაქმდება და საქართველოს მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს.

 

საყოველთაო აღწერაში სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი დაუშვილმა განაცხადა, შერჩევაში ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ჩართული.

 

“სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმები შეიმუშავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. ისინი რომ ყოფილიყვნენ თავის არჩევანში ობიექტურები, მათ აარჩიეს 2 კრიტერიუმის – დასწრებისა და შეფასების ქულების მიხედვით,” – თქვა დაუშვილმა.

 

ინტერვიუერის ანაზღაურება 400–500 ლარი იქნება, თითოეულ მათგანს აღწერის ფარგლებში დღის განმავლობაში საშუალოდ 8 ოჯახის გამოკითხვა მოუწევს.

 

განაცხადი ვაკანსიის შესახებ განთავსდა www.hr.gov.ge–ზე,  ასევე საქსტატის ოფიციალურ ვებ–გვერდებზე,  www.geostat.ge-სა და www.census.ge–ზე.

აღმწერის ვაკანტურ პოზიციაზე განცხადების მიღება 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი