ეკონომიკა

ანაკლიაში კაზანტიპი შესაძლოა 10 წლის განმავლობაში გაიმართოს

1 აგვისტო, 2014 • • 2264
ანაკლიაში კაზანტიპი შესაძლოა 10 წლის განმავლობაში გაიმართოს

“კაზანტიპის რესპუბლიკის” პრესსამსახურის ინფორმაცით, 10 აგვისტოს ანაკლიის ცენტრში ახალი მუნიციპალური ბაზარი გაიხსნება, რომელიც 170 მოვაჭრეზეა გათვლილი. ამას გარდა, როგორც ცნობილია 4 წლის განმავლობაში,ანაკლიიის ზოლში 100-120 მცირე ზომის კერძო სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი:


“ყოველწლიურად ანაკლიის სანაპიროზე ჩამოსული 10 ათასობით ტურისტი კი სწორედ ამ ახალ სასტუმროებში და კერძო სახლებში განთავსდებიან. ეს უკანასკნელი, კი თავის მხრივ უკვე ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება პირდაპირპროპციულად. ამას გარდა, თუ პროექტი, მართლაც 10 და მეტი წელი გაგრძელდა, ნიკიტა მარშუნოკის ვარაუდით, კურორტის მთელი სანაპირო ზოლზე გრანდიოზული სასტუმროები აშენდება და არც საერთაშორისო აეროპორტზე საუბარი იქნება შორეული პერსპექტივა.”

 

ამ ეტაპზე ანაკლია 30 ათასამდე ტურისტის მისაღებად ემზადება: ანაკლიაში არსებულ სამი სასტუმროთი და სპეციალურად ფესტივალისთვის აშენებული კარვების ქალაქით, 2500 კარვით, რომლებიც 2-2- პირზეა გათვლილი. ყველაზე მეტი სტუმრის მიღება კი ადგილობრივ კერძო ბიზნესმენებს საკუთარი ფართების გაქირავებით შეუძლიათ – ამ შემთხვევაში საუბარია 17 ათას ადგილზე.

 

რაც შეეხება “რესპუბლიკა კანტიპში” მოსახვედრ ვიზებს, ე.წ. ბილეთებს, მათი შეძნა როგორც ცნობილია დარეგისტრირების შემდეგ შიძლება და უკვე ადგილზეც, თუმცა ადგილზე ფასი შესაძლოა განსხვავებული იყოს. ვიზების შეძენა უკვე დღეიდანშსაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ადგილას, TBC ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებში.

 

ანაკლიაში პროექტისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს: ეწყობა ინფრასტრუტურა, კეთდება ბარები, რესტორნები, გასართობის კლუბები, მზადდება სცენები დიჯეებისთვის, ეწყობა ბიოტუალეტები. 


ინფრასტრუქტურის მოწყობაში სახელმწიფო არცერთ თეთრს არ ხარჯავს და ფულს ფესტივალის ორგანიზატორები გამოყოფენ.

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით “რეალობის ანტირეალობა”, რომელსაც “კაზანტიპის ფესტივალი ს” სახელით იცნობენ, ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება. 

კაზანტიპის ფესტივალი/ფოტო კაზანტიპის ფეისბუკ-გვერდიდან
კაზანტიპის ფესტივალი/ფოტო კაზანტიპის ფეისბუკ-გვერდიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი