ახალი ამბები

აბაშიძე: რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება ტრაგედია არ არის

30 ივლისი, 2014 • • 1089
აბაშიძე: რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება ტრაგედია არ არის

“არ არის ეს კატასტროფა, მგონი ამაზე რთული გაგვივლია ჩვენ და ამის რაღაც განსაკუთრებულ დრამატიზებას ვერ მოვახდენ. მითუმეტეს, ჯერ ეს პროექტია, გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული ჯერ არ არის, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. შევხედავთ, ამ ყველაფერს, გავივლით შესაბამის უწყებებთან ერთად. ხვალ უფრო ზუსტი პოზიცია გვექნება ამასთან დაკავშირებით,”- ამბობს ზურაბ აბაშიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

 

მისივე თქმით, კარასინთან ბოლო შეხვედრის დროს ეკონომისტების ჯგუფებმა ორივე მხრიდან გაიარეს ეს საკითხები, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ მაშინ ცნობილი არ იყო ქართული მხარისთვის.

 

“ახლა გავიგე ამის შესახებ მედიით, თუმცა, არ გამოვრიცხავდით ასეთ შესაძლებლობას. ჯობდა მშვიდად და წყნარად გაგვეგრძელებინა ურთიერთობა, რომელიც განვაახლეთ რუსეთთან, მაგრამ რას ვიზამთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ.”

 

რუსეთის ფედერაციამ შეიმუშავა სამთავრობო კანონპროექტი რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანმების შეჩერების თაობაზე. 

 

როგორც პროექტის დადგენილებაშია ნათქვამი, საქართველოსთან 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეჩერება რუსეთის შესაბამის უწყებებთან არის შეთანხმებული – საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებთან. 


მასალების გადაბეჭდვის წესი