სამართალი

პროკურატურა რომან შამათავას გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს

30 ივლისი, 2014 • • 1088
პროკურატურა რომან შამათავას გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს

:მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა რომან შამათავას ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განხორციელების ფაქტი,  სასამართლომ დასახელებულ ბრალდებაში რომან შამათავა გაამართლა, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობ არგუმენტებზე დაყრდნობით. მას შემდგომ რაც ბრალდების მხარე ჩაიბარებს განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, აუცილებლად მოხდება მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება”, – აღნიშნავენ პროკურატურაში.

 

მათივე თქმით, დასახელებულ  საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით რომან შამათავას მიერ  2008 წლის 21 მაისს სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განხორციელების ფაქტს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომან შამათავას არ დაუდასტურდა სისხლის სამართლის კოდქსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით (ტერორისტული აქტი) წარდგენილი ბრალდება, თუმცა იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (თანამდებობის გადამეტება) ჩადენილ ბრალდებაში და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიით 1/4–ით შეუმცირდა და სასჯელის საბოლოო სახედ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება 1, 6 წლის ვადით. 

პროკურატურა
პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი