ახალი ამბები

უკანონო აბორტისთვის სასჯელი შესაძლოა გამკაცრდეს

29 ივლისი, 2014 • • 1235
უკანონო აბორტისთვის სასჯელი შესაძლოა გამკაცრდეს

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საერთაშორისო პრაქტიკაში თითქმის არ მოიძებნება არც ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც უკანონო აბორტის მიმართ საქართველოს მსგავსი ლიბერალური მიდგომა არსებობს.

 

ცვლილებების მიხედვით, უკანონო აბორტი ისჯება  საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან სამას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.  იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ხოლო,  უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

 

მოქმედი კანონის მიხედვით (სისხლის სამართლის კოდექსის 133 მუხლი) უკანონო აბორტი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას ორმოც საათამდე, ანდა გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.  იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ხოლო,  უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

 

კანონპროექტის ავტორების გადაწყვეტილებით ჯარიმა სასჯელის ფორმად აღარ იქნება გამოყენებული, რადგან მათი განცხადებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ  არ არსებობს ჯარიმის დასჯის ფორმად გამოყენების პრაქტიკა.

აბორტი ქალის უფლებაა
აბორტი ქალის უფლებაა

მასალების გადაბეჭდვის წესი