ახალი ამბები

წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი შეიქმნება

25 ივლისი, 2014 • • 971
წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი შეიქმნება

პარლამენტში სიტყვით გამოსვლილისას თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს როლზე. 

 

მინისტრის თქმით, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად იუსტიციის სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე იმუშავებს. 

 

„იუსტიციის სამინისტროში ვქმნით სპეციალურ, ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტს, რომელიც იმუშავებს ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჩვენი კანონების ევროპასთან დაახლოების საკითხზე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენაზე დღეს გააკეთა. 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი