ეკონომიკა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორი საწარმო დახურა

25 ივლისი, 2014 • • 1473
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  ორი საწარმო დახურა

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე შპს “ნიკორა ტრეიდის” მარკეტში, სადაც დარღვეული იყო რძის პროდუქტების შენახვა-რეალიზაციის სათანადო ტემპერატურული რეჟიმი.

 

სოფელ გლდანში, შპს “ხორცპროდუქტსერვისის” კუთვნილ სასაკლაოზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხორცში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმები (სალმონელა). 

დედოფლისწყაროს რაიონული პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე – ი/მ “დიმა ჩალახეშაშვილის” და სოფელ ოზაანში – ი/მ “დავით ჩალახეშაშვილის” რძის პროდუქტების საწარმოებში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა, რძის შენახვისა და დამუშავების ტემპერატურული რეჟიმი; კოროზირებული იყო ნადუღისა და სულგუნის მოსამზადებელი აბაზანა და ორთქლის მიმწოდებელი მილი; საწარმოებში აღმოჩნდა მწერები; ლაბორატორიული ანალიზის შედეგად რძეში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმები (სალმონელა).

 

აღნიშნული დარღვევების გამო ი/მ “დიმა ჩალახეშაშვილის” და ი/მ “დავით ჩალახეშაშვილის” რძის პროდუქტების საწარმოებს, შპს “ხორცპროდუქტსერვისის” კუთვნილ სასაკლაოს და შპს “ნიკორა ტრეიდის”მარკეტის რძის პროდუქტების სექციას საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი