ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტები მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ

25 ივლისი, 2014 • • 953
საპარლამენტო კომიტეტები მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ

პარალელურად, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომაზე მაია ფანჯიკიძეს, გელა დუმბაძეს, პაატა ზაქარეიშვილს და ალექსი პეტრიაშვილს უსმენენ. 

“მე მექნება ძალიან მოკლე მოხსენება გამომდინარე იქედან, რომ ერთი კვირის წინ ორი დღე გავატარე ქუთაისში და ცამეტ კომიტეტს შევხვდი და ძალიან დაწვრილებით ვისაუბრე იმაზე, თუ რა ხდება საგარეო პოლიტიკაში. მე ჩამოვთვლი იმ მიღწევებს, რაც გასული წლის განმავლობაში გვქონდა, – ამბობს  მაია ფანჯიკიძემ.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატისთვის გელა დუმბაძე აცხადებს, რომ მისი უწყების  მთავარი პრიორიტეტი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების პრობლემები იქნება:

“ჩვენი სტრატეგია არის იმ მოთხოვნათა ზუსტ შესაბამისობაში რაც არსებობს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. ჩვენი სტრატეგია არის ღრმად გააზრებული მეცნიერულ დონეზე რაც გამყარებულია მრავალი პროგრამით.”

მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა
მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა

მასალების გადაბეჭდვის წესი