ახალი ამბები

ხვალ პარლამენტში მთავრობის ახალ შემადგენლობას მოუსმენენ

24 ივლისი, 2014 • • 1244
ხვალ პარლამენტში მთავრობის ახალ შემადგენლობას მოუსმენენ

პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე განმარტავს, რომ დილიდან გაიმართება კომიტეტების სხდომა, სადაც შესაბამის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ, ხოლო მოგვიანებით მთავრობის ახალი შემადგენლობა საპარლამენტო უმცირესობას და უმრავლესობას შეხვდება:

 

“დილის 10 საათიდან გაიმართება კომიტეტების სხდომა, ეს სამ საათამდე გაგრძელდება, ხოლო სამზე მთავრობის ახალი შემადგენლობა პრემიერ–მინისტრის ჩათვლით შეხვდება საპარლამენტო უმცირესობას, ამის შემდეგ გაიმართება უმრავლესობასთან შეხვედრა. საღამოს ჩაინიშნა ბიუროს სხდომა, რომელიც განსაზღვრავს შაბათის სხდომის დღის წესრიგს.”

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივლისს 6 მინისტრის კანდიდატურა წარადგინა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ დანელია დასახელდა, იგი ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე იყო. სასჯელაღსრულების მინისტრად – გიორგი მღებრიშვილი. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა, პრემიერის განცხადებით მღებრიშვილი შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. მინისტრად წარდგენამდე იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი. ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე პრემიერმა დავით შავლიაშვილი წარადგინა, შავლიაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა, ამ დრომდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი –გელა დუმბაძე, იგი განათლებით ფილოლოგია, მან ასევე დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად წარდგენილია სოზარ სუბარი – სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი. გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე კი – ელგუჯა ხოკრიშვილი, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი.

 

23 ივლისს  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ისტერნ პრომოუშენის” გენერალური მენეჯერის, მიხეილ გიორგაძისკანდიდატურა წარმოადგინა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი