ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის სამხედრო ბაზის გადაიარაღება სომხეთში

23 ივლისი, 2014 • • 1648
რუსეთის სამხედრო ბაზის გადაიარაღება სომხეთში

საბრძოლო მანქანების პარკების თანამედროვე საავიაციო, საბრძოლო და სპეციალური  ბორბლებიანი და მუხლუხიანი ჯავშანსატანკო ტექნიკით აღჭურვა დღესაც გრძელდება. 

 

უკვე უახლოეს დღეებში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები გადასხდებიან კამსკის ავტოქარხნის “მუსტანგის” ტიპის 50-ზე მეტ ახალ ავტომობილზე. ისინი უზრუნველყოფენ მატერიალური ქონებით ქვედანაყოფებს, რომლებიც მაღალ სასწავლო-საწვრთნელ კომპლექსებში ასრულებენ დავალებებს, ასევე, ერევანში მდებარე ავიაბაზის “ერებუნის” რუსეთის სამხედრო მფრინავებს. 

 

ახალ თანამედროვე ტექნიკას მძღოლები მაღალმთიან და კრიტიკულ ცხელ ტემპერატურაზე [+40 გრადუს ცელსიუსზე მეტი] გამოცდიან. სამხედრო მოსამსახურე -კონტრაქტორები და გამოცდილი ინსტრუქტორები ტრანსპორტის მართვის კუთხით ახალბედა მძღოლებს მასტერ-კლასს ჩაუტარებენ ტრანსპორტის მართვაში სხვადასხვა არასტანდარტულ სიტუაციაში. მოახდენენ დემონსტრირებას, თუ როგორ ხდება სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა მაქსიმალური სიჩქარით, – ავრცელებს ინფორმაციას პრესსამსახური. 

 

საშიში ტვირთის გადამზიდავი ჩვეულებრივი მანქანების, პირადი შემადგენლობისა და მატერიალური საშუალებების გარდა, რუსული სამხედრო ბაზა ასევე სარემონტო-საევაკუაციო ავტომობილებს, გადასაადგილებელი პუნქტებსა და სხვა სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებს მიიღებს.


რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთში; ფოტო - portal-kultura.ru
რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთში; ფოტო – portal-kultura.ru


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი