ახალი ამბები

ნარმანია: ზოოპარკის გადატანის იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს

23 ივლისი, 2014 • • 1255
ნარმანია: ზოოპარკის გადატანის იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს

“უკანასკნელი დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ვრცელდება თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდება. ვაცხადებთ, რომ ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ინიციატივა ნამდვილად განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით ღია კონკურსი გამოცხადდება, რის შმედეგაც საუკეთესო პროექტი გამოვლინდება და დაიწყება მისი განხორციელება, დეტალებს კი საზოგადოება მერის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მიიღებს.

თბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი

მასალების გადაბეჭდვის წესი