ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პრემიერი: ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანება ტექნიკური მიზეზით ფერხდება

23 ივლისი, 2014 • • 1055
სომხეთის პრემიერი: ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანება ტექნიკური მიზეზით ფერხდება

ინფორმაციას გამოცემა იტარ-ტასი ავრცელებს. 

 

“შეთანხმებას რესპუბლიკის მიერთების შესახებ ხელი ოქტომბრის ბოლომდე მოეწერება, 2015 წლის 1 იანვრამდე კი სომხეთი ევრაზიული კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება,”- აცხადებს აბრამიანი სააგენტოსთან საუბარში. 

 

აბრამიანი უარყოფს იმას, რომ ეს შეფერხება მთიანი ყარაბაღის პრობლემას და სომხეთისთვის ყარაბაღთან საბაჟო პუნქტების განლაგების მოთხოვნას უკავშირდება. 

 

ერევანი, სომხეთი
ერევანი, სომხეთი

 

 მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   

მასალების გადაბეჭდვის წესი