ახალი ამბები

უსუფაშვილის ისრაელში ვიზიტის დროს თელავივის აეროპორტში განგაში გამოცხადდა

23 ივლისი, 2014 • • 1054
უსუფაშვილის ისრაელში ვიზიტის დროს თელავივის აეროპორტში განგაში გამოცხადდა

რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, თელავივის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა ჰამასმა სცადა.


ინციდენტის დროს, ისრაელში მყოფი რუსთავი 2-ის ჟურნალისტის თქმით, აეროპორტში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები საქართველოდან და პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის თვითმფრინავიც განგაშის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაჯდა აეროპორტში. 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ისრაელში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ოფიციალური ინფორმაციით, უსუფაშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ქნესეთის თავმჯდომარესთან იული-იო ელედელშტეინთან და ისრაელის აქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ავრაჰამ მიქაელთან.

“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქნესეთის ტრიბუნიდან მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ისრაელის პარლამენტის წევრებს და ხალხს. ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი შეხვედრებს ისრაელის ახალარჩეულ პრეზიდენტ, რეუვენ რივლინთან, ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზეევ ელკინთან და ოპოზიციის ხელმძღვანელ ისააკ ჰერცოგთან გამართავს. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს „იად ვაშემს“გვირგვინით შეამკობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეც ეწვევა,”- წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი