ახალი ამბები

ელგუჯა ხოკრიშვილი ხუდონჰესზე პოზიციას არ აფიქსირებს: “დეტალებს ჯერ არ ვიცნობ”

22 ივლისი, 2014 • • 1066
ელგუჯა ხოკრიშვილი ხუდონჰესზე პოზიციას არ აფიქსირებს: “დეტალებს ჯერ არ ვიცნობ”

“შემიძლია შეგპირდეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება და ყველა დაინტერესებული მხარე მაქსიმალურად იქნება ჩართული. შემდეგ შესაბამისად მოხდება გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ხოკრიშვილმა.

 

კითხვას, რა შეხება აქვს, როგორც ეკონომისტს, გარემოს დაცვის საკითხებთან, მან ასე უპასუხა:

 

“მუნიციპალური გავითარების ფონდში და თვითონ [ინფრასტრუქტურის] სამინისტროში მუშაობისას, ყველა ჩვენი ინფრასტრუქტურილი პროექტი, რომელიც დონორების მიერ ფინანსდებოდა და ხორციელდებოდა, მოითხოვდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. თვითონ დონორების მოთხოვნით ჩვენ ამ პროექტებს ვახორციელებთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ეს არის გარემოზე ზემოქმედების შეფასება, განსახლების გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია იმ რისკებთან და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასთან, რომლებიც ამ რისკებს ამცირებს”.

 

კითხვას, სამინისტროში მისი მისვლის შემთხვევაში ხომ არ გადაიხედება უწყების პრიორიტეტები და როგორი იქნება მისი პოზიცია გარკვეულ სადავო თემებთან დაკავშირებით, იგი მსხვილმასშტაბიანი პროექტების მხარეს დაიჭერს თუ გარემოს დაცვის, მინისტრობის კანდიდატი პასუხობს:

 

 

“მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ხათუნას [გოგალაძე] გაწეული სამუშაოსთვის – პირველ რიგში გადმოიწია გარემოს დაცვის კუთხით პრიორიტეტებმა პროექტებთან მიმართებაში. ყველა პროექტს აქვს გარემოზე ზემოქმედების ეფექტი, ეს ყველაფერი შეფასდება, ყველა დაინტერესებული მხარე მაქსიმალურად იქნება ამ პროცესში ჩართული და ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება კონსენსუსის საფუძველზე”. 

 

ელგუჯა ხოკრიშვილი
ელგუჯა ხოკრიშვილი

 

ელგუჯა ხოკრიშვილი პრემიერმა დღეს, 22 ივლისს გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. იგი მანამდე ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციას იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი