“დაუთმე, შენი ცხოვრების 67 წუთი სხვა ადამიანებს” – როგორ აღნიშნეს მანდელას დღე (ფოტო)
18 ივლისი, 2014 • •
2063
მანდელამ პოლიტიკური მოღვაწეობის და სამხრეთ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის უფლებათა დაცვის გამო ციხეში 27 წელიწადი გაატარა.
სამხრეთ აფრიკის მაშინდელი მთავრობა, ისევე როგორც მისი მხარდამჭერი ქვეყნები, გმობდნენ აფრიკის ნაციონალური კონგრესის ქმედებებს, რომლის ლიდერიც ნელსონ მანდელა გახლდათ, და მათ მოიხსენიებდნენ როგორც კომუნისტებსა და ტერორისტებს.
მანდელა გახდა ანტიაპარტეიდის მოძრაობის და ზოგადად რასობრივი თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო, როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ.
ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მანდელამ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი, მისი პოლიტიკა ზომიერი გახდა, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკაში რასობრივი შუღლის შემსუბუქებას და დემოკრატიის დამყარებას.
მანდელას მიღებული აქვს ასზე მეტი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1993 წელს. სამხრეთ აფრიკაში ის მოიხსენიება როგორც მანდიბა, წოდება, რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და პატივცემულ წევრებს ანიჭებენ.