ახალი ამბები

NGO–ები GDS–ის გადაცემაზე: მედია სექსისტური შინაარსის ტირაჟირებას არ უნდა ახდენდეს

14 ივლისი, 2014 • • 1050
NGO–ები GDS–ის გადაცემაზე: მედია სექსისტური შინაარსის ტირაჟირებას არ უნდა ახდენდეს

“მართალია, გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი იდეის გავრცელების უფლებას გულსხმობს, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მყარი საკანონმდებლო გარანტიები არ ათავისუფლებს მედიას ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ პროფესიას მისი ფუნქციიდან გამოდინარე აკისრია. მიგვაჩნია, რომ გადაცემის ეს მონაკვეთი ქალთა და მამაკაცთა როლის ღიად სექსისტურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და საზოგადოებაში არსებული მანკიერი სტერეოტიპების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც სათანადო შეფასებას საჭიროებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დღეს მედიას შეუძლია როგორც დააჩქაროს, ასევე შეაფერხოს სტრუქტურული ცვლილებები გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

 

“იმ კულტურულ კონტექსტში, სადაც ქალები  ხშირად საზოგადოებაში არსებული სექსისტური დამოკიდებულებების და სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან, ტელეკომპანიის მიერ ქალის ობიექტად წარმოჩენა, რაც ქალისა და მამაკაცის როლების ტრადიციულ აღქმას კიდევ უფრო ამძაფრებს, ყოვლად მიუღებელია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

NGO–ები იმედს გამოთქვამენ, რომ კომერციულ ინტერესზე მეტად GDS მედიის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე იქნება ორიენტირებული, რაც  ყველა სოციალური ჯგუფის მიმართ ანგარიშვალდებულებას და მათი საჭიროებებისა და ინტერესების ასახვას გულისხმობს.

 

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

 

მედიის განვითარების ფონდი, MDF

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ინსტიტუტი, TDI

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC

საფარი

მედია კლუბი “ფრონტლაინ ჯორჯია”

რუსუდან გოცირიძე, ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

გენდერული სამართლიანობა

საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებსთვის

ქალთა საინფორმაციო ცენტრი

ფონდი “ტასო”

ქალთა ფონდი საქართველოში

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი

გენდერული თანასწორობის ქსელი

 

გადაცემა, სადაც ჯგუფი “ბანის” წევრი ქალის სხეულს დაკვრის მიზნით ინსტრუმენტად იყენებს, ეთერში 9 ივლისს გავიდა.

GDS
GDS

მასალების გადაბეჭდვის წესი