ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 2 ტონა და 790 კგ თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს

11 ივლისი, 2014 • • 1501
სამართალდამცველებმა 2 ტონა და 790 კგ თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს

შსს-ს ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას დაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს. შსს აცხადებს, რომ მსგავსი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებს დღემდე არ ამოუღიათ და ეს უპრეცედენტო ფაქტია.


გამოძიების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილიდან 93 ერთეული 30 კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინით ამოიღეს.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 80% სუფთა ჰეროინს შეიცავს, რომლის საბაზრო ღირებულება ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

თხევადი ჰერიოინი
თხევადი ჰერიოინი

მასალების გადაბეჭდვის წესი