ახალი ამბები

GDS-ის გადაცემა “ბინა 18”-ის წარმომადგენლების “ბოდიში”

11 ივლისი, 2014 • • 3569
GDS-ის გადაცემა “ბინა 18”-ის წარმომადგენლების “ბოდიში”

კოტე თოლორაიას თქმით, გადაცემაზე მომუშავე ჯგუფი ქალებს დიდ პატივს სცემს:

 

“რა ეწყინათ, ვერ ვხვდები, შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია, არ შეგვიგინებია, ვინმე გაკოჭილი არ ყოფილა, არავინ არავის ურტყამდა”.

 

ლევან გოგორელიანი, იგივე “ფაქო” პროტესტს საკითხის პოლიტიკასთან დაკავშირების გამო გამოთქვამს:

 

“შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ქალთა უფლებები დაირღვა, მაგრამ იმიტომ, რომ პოლიტიკური რაღაცა… როგორ შეიძლება საჯდომზე დაკვრას პოლიტიკური სარჩული მისცე. პოლიტიკა ამ გადაცემასთან არაფერ შუაშია, არც გვაინტერესებს.

 

გუშინ, 10 ივლისს, გადაცემის ავტორები აცხადებდნენ, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებდნენ.


დღეს სახალხო დამცველი გამოეხმაურა აღნიშნულ გადაცემას და განაცხადა, რომ “ქალის სხეულის მუსიკალურ ინსტრუმენტთან გაიგივება შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია არა მხოლოდ მონაწილე ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი