ახალი ამბები

ბესელია: უგულავას ციხეში დახვდება ის გარემო, სადაც პატიმარზე მზრუნველობას გამოხატავენ

7 ივლისი, 2014 • • 966
ბესელია: უგულავას ციხეში დახვდება ის გარემო, სადაც პატიმარზე მზრუნველობას გამოხატავენ

ეკა ბესელია ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. აღნიშნულ მოსაზრების გასამყარებლად არგუმენტად სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებებისადმი საპარლამენტო უმცირესობის დამოკიდებულებას ასახელებს:

 

“როდესაც მოსამართლეებს მათი თანაგუნდელებისადმი გამამართლებელი განაჩენი გამოაქვთ, ისინი ამბობენ- რა სამართლიანია სასამართლო, მაგრამ როგორც კი გამონაკლის შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორიცაა ახალაიას პატიმრობაში ყოფნა, ან უგულავას წინასწარი პატიმრობა, მათთვის სასამართლო აღარ არის სამართლიანი. ჩვენ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არათუ არ ვაპირებთ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას, არამედ ვაპირებთ, რომ ის წესი, რომელიც დამკვიდრდა, რომ სასამართლო არ მოექცეს არავის გავლენის ქვეშ და მათ შორის იმ პოლიტიკური გუნდის გავლენის ქვეშ, რომელსაც მეტი ბერკეტი ჰქონდა და დღესაც აქვს ეს ბერკეტი დარჩენილი სასამართლოს სისტემაში გარკვეულ მოსამართლეებზე ზემოქმედების, არ გამოიყენონ ეს ბერკეტი. სწორედ მათ არ უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობა, რომ მათი პოლიტიკური გუნდის ერთ–ერთი გამოკვეთილი ლიდერია ის ადამიანი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრია, და ეს ეჭვები და ვარაუდები, რომლებიც შეიძლება ყოველთვის არსებობდეს, ვიდრე ეს მოცემულობა იქნება, სწორედ მათ უნდა გააქარწყლონ იმით, რომ დაანებონ სასამართლოსთან ჭიდილს თავს, რადგან სასამართლო, მადლობა ღმერთს, ძლივს გათავისუფლდა მათი მარწუხებისგან.”

 

მისივე თქმით, მშვიდადაა, რადგან გიგი უგულავას ციხეში ის პირობები არ დახვდება, რაც, მისივე სიტყვებით, “ქართულ ოცნებას” მემკვიდრეობით ერგო:

 

“რაც შეეხება ციხის პირობებს, ერთი რამ შემიძლია ვთქვა და მშვიდად ვარ ამ კუთხით, რომ მას დახვდება ის გარემო, სადაც პატიმარზე მზრუნველობას გამოხატავენ, არ აწამებენ, არ იძალადებენ, არ მიაყენებენ შეურაცხყოფას და ერთ–ერთი ცვლილება, რომელსაც ის პირველ რიგში დაინახავდა, არის ის რადიკალური ცვლილება, რაც იყო წინა საპატიმროსა და დღეს არსებულ ციხის დაწესებულებას შორის, სადაც წამების და არაადამიანური მოპყრობის პერიოდი დასრულდა.”

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი