ახალი ამბები

ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია შეიქმნა

7 ივლისი, 2014 • • 1439
ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია შეიქმნა

დაკრძალვის ხარჯებს და ყველა საორგანიზაციო საკითხს საკუთარ თავზე მთლიანად სახელმწიფო აიღებს.

 

დღეს, 7 ივლისს, 12 საათზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა. 

 

საქართველოს პემოერ–მინისტრის “ფესიბუკის” ოფიციალურ გვერდზე ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთნ დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა: 

 

“მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.

 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის წვლილი თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის ჩამოყალიბებაში. ედუარდ შევარდნაძე იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ,,ცივი ომის“ დასრულებასა და მსოფლიოს ახალი წესრიგის დამკვიდრებაში.

ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს” – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი