ახალი ამბები

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების სისტემა იცვლება

3 ივლისი, 2014 • • 1144
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების სისტემა იცვლება

“სოციალურად დაუცველთათვის ქულების მინიჭების სისტემას ჰქონდა ორი ჯგუფის პრობლემა, ერთი ის, რომ ძალიან დიდი არეალი იყო დაკავებული სუბუექტური მომენტისთვის, ანუ სოციალურ აგენტს საკმაოდ დიდი ველი რჩებოდა სუბიექტური გადაწყვეტილებისთვის გარკვეული ინფორმაციის აკრეფისას, და მეორე, საკუთრივ მეთოდოლოგიას ჰქონდა ასევე ხარვეზები, რომელიც პერმანენტულად სწორდებოდა. თუმცა, ვფიქრობ, იუნისეფის დახმარებით მოვახერხებთ ამის სისტემურ გადაწყვეტას. მე ვფიქრობ, შევძლებთ, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ, რომ ქულების მინიჭების სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი გახდეს,”- განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს, 3 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, სადაც სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ ჟურნალისტებსა და სააგენტოს თანამშრომლებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და ახალი კრიტერიუმების შემუშავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 


2013 წლის სექტემბერში UNICEF-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მეთოდოლოგიის გადახედვისა და ახალი კრიტერიუმების შემუშავების პროცესი, რომელიც უწყბების წარმომაგენელთა განმარტებით, უახლოეს მომავალში დაინერგება. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ოჯახების შეფასება ძირითადად დაეფუძნება ობიექტურ ინფორმაციებს, რომელიც მიღებულ იქნება ოჯახის წარმომადგენლისაგან ან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ბაზებიდან. 

ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდომარეობის შეფასებისას, როგორც სამინისტროში ამბობენ, არ იქნება გათვალისწინებული დღეს მოქმედი აგენტის სუბიექტური შეფასება, მაგალითად, ოჯახის წევრთა ჩაცმულობა, ჰიგიენის საშუალებები და ა.შ.

შეხვედრას სამინისტროში UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც ესწრებოდნენ. 


მასალების გადაბეჭდვის წესი