ახალი ამბები

ჭიკაიძე უგულავას დაკავებაზე: პოლიტიკური დევნა ნაკლებად არის

3 ივლისი, 2014 • • 1260
ჭიკაიძე უგულავას დაკავებაზე: პოლიტიკური დევნა ნაკლებად არის

“პოლიტიკური დევნა ნაკლებად არის, დამერწმუნეთ, მრავალ ფინანსურ მაქინაციაში და სახელმწიფო ფულის გაფლანგვაში ედებოდა ბრალი [გიგი უგულავა], პროკურატურა ამ საქმით არის დაკავებული და ობიექტურად მიმდინარეობს გამოძება,”- აცხადებს მინისტრი.

 

მისი თქმით, უგულავა წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ ქვეყანა არ დაეტოვებინა.
 

“მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის გააფრთხილეს არ გასულიყო ქვეყნიდან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურს, როგორც ჩანს, ჰქონდა ინფორმაცია, რომ უგულავას გადაწყვეტილი ჰქონდა საზღვრის დატოვება, ამ უწყებამ ის გუშინ გააფრთხილა და დაკითხვაზე დაიბარა.”

 

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მორატორუმი და შეჩერდება თუ არა ყოფილი ჩინოვნიკების დაკავება, შს მინისტრი პასუხობს:

 

“კანონის წინაშე ყველა თანაბარია, ვინც კანონს დარღვევს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცემა.”


ალექსანდრე ჭიკაიძე
ალექსანდრე ჭიკაიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი