ახალი ამბები

ადვოკატი: უგულავას უკანონო თანხების ლეგალიზებას ედავებიან

3 ივლისი, 2014 • • 1250
ადვოკატი: უგულავას უკანონო თანხების ლეგალიზებას ედავებიან

“წარდგენილ ბრალდებაზე რომ ვთქვათ, რომ აბსურდულიაო, ეგეც კი არ შეგვიძლია იქიდან გამომდინარე, რომ არც ვიცით, რა არის წარდგენილი ბრალდება. ოქმში წერია, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, მაგრამ რა უკანონობაზეა საუბარი, რა ლეგალიზაციაზე, არ არის მითითებული. ადვოკატები გამოვედით უკვე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბექა ბასილაიამ.

 

 

მისივე თქმით, დაირღვა გიგი უგულავას უფლებები დაკავებისას, ასევე დაკავების შემდეგ. როდესაც ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს, ადვოკატებს არ ეძლეოდათ საშუალება მასთან შესულიყვნენ:

 

“მისი დაცვის უფლებაც დაირღვა და დაკავებისაც, არ აქვს უფლება საგამოძიებო ორგანოს ასე დააკავოს. ჯერ უგულავა იყო მოწმის სახით დაბარებული ხვალ დილის 10 საათზე და დაიბარეს 12:00 საათზე და დააკავეს დილის 6:00 საათზე, მოწმედ დაბარებულ პირს უცებ შეუცვალეს სტატუსი და აქციეს ბრალდებულად, მეტი მარაზმი რა გინდათ”, – აცხადებს ბექა ბასილაია.

 

 

შეგახსენებთ, რომ უგულავა დღეს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც.

 

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი