ახალი ამბები

Reuters: ნატო საქართველოს “გაძლიერებული თანამშრომლობის” პაკეტს შეთავაზებს

21 ივნისი, 2014 • • 1342
Reuters: ნატო საქართველოს “გაძლიერებული თანამშრომლობის” პაკეტს შეთავაზებს

როგორც “როიტერი” წერს, ნატოს ქვეყნები უფრთხიან ურთიერთობის გამწვავებას რუსეთთან და ამის გამო ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სექტემბერში საქართველომ ნატოში გაწევრიანებისკენ ფორმალური ნაბიჯი გადადგას წინ. გამოცემა წყაროებს არ ასახელებს, მაგრამ მიუთითებს, რომ ამ ვერსიებზე მათთან ნატოს დიპლომატებმა ისაუბრეს.

 

“გაძლიერებული თანამშრომლობის” პაკეტი, როიტერის ინფორმაციით, შესაძლოა მოიცავდეს ისეთ ზომებს, როგორიცაა უფრო მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება საქართველოში.

როიტერის ცნობით, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირაში, ბრიუსელში განიხილავენ საქართველოს და კიდევ სამი ასპირანტი ქვეყნის პერსპექტივას, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბერში ნატოს სამიტზე იქნება მიღებული. როიტერის ინფორმაციით, მათ ერთმა დიპლომატმა განუცხადა, რომ ნატოს წევრი 28 ქვეყნიდან 10-მდე ქვეყანა წინააღმდეგია საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებაზე. ასევე, როიტერის ცნობით, საფრანგეთი მიიჩნევს, რომ ახლა არ არის სწორად დრო შერჩეული საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებისთვის, ამავე აზრზეა გერმანიაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი