ახალი ამბები

ცესკო: არჩევნებს 17 610 საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი დააკვირდება

13 ივნისი, 2014 • • 1288
ცესკო: არჩევნებს 17 610 საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი დააკვირდება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანონით დადგენილ ვადებში დამკვირვებელთა და მედიაორგანიზაციების რეგისტრაცია/აკრედიტაცია დაასრულა. 15 ივნისის არჩევნებს ცესკოში რეგისტრირებული 59 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება, მათ მიერ წარმოდგენილ დამკვირვებელთა რიცხვი 15,990-ს შეადგენს.

 

ცსკოს ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის რეგისტრირებულია 32 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი 561 დამკვირვებელი. თვითმმართველობის არჩევნებს 75 საერთაშორისო და ადგილობრივი მედიაორგანიზაციის 1059 აკრედიტებული წარმომადგენელი აშუქებს.

 

დეტალური ინფორმაცია რეგისტრირებული/აკრედიტებული ორგანიზაციების შესახებ იხილეთ ბმულზე.

ცესკო
ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი