ახალი ამბები

ჟურნალისტების აქცია – “მედეა VS მედია”

13 ივნისი, 2014 • • 1557
ჟურნალისტების აქცია – “მედეა VS მედია”

“უმაღლესმა საბჭომ მისცა ქალბატონ მედეას დრო მოფიქრებისთვის, მან მოიფიქრა და თქვა, რომ არ აპირებს ბოდიშის მოხდას. ახლა ველოდებით ძალიან სწრაფ რეაგირებას უმაღლესი საბჭოსგან, როგორც მინიმუმ, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულების მქონე ქალბატონი მართავდეს ადამიანის უფლებათა კომიტეტს”, – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი.

 

media.ge–ს რედაქტორი დავით მჭედლიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვალდებულია სამართლებრივ ჩარჩოებში რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტის დისკრიმინაციაზე:

 

“ნებისმიერ შემხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. მხოლოდ ამ ადამიანის გაშვებაზე არ არის, უნდა მოხდეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში. ანტიდისკრიმინაციულ კანონს რომ იღებენ, ყველაზე დიდი დისკრიმინაციას თავად არ უნდა ახორციელებდნენ”.

 

ჟურნალისტებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ტრანსპარანტები მიიტანეს წარწერებით- “მედეა ვასაძეებო ვერ მოერევით მედიას”, “მედეა VS მედია”, “ხელს ნუ გვიშლით მუშაობაში”.

 

ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ მასსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ მედეა ვასაძეს შორის შემდგარი საუბრის სრული ჩანაწერი გამოაქვეყნა. დეპუტატი ჩანაწერში ჟურნალისტს უხსნის, „თუ რა ხმები დადის ქალაქში მის შესახებ“. მედეა ვასაძე ჯაბა ანანიძეს ასევე ეუბნება, რომ მას პროკურატურაში დაიბარებენ და დაკითხავენ. 


ჟურნალისტსა და დეპუტატს შორის აღნიშნული საუბარი ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმს “უმაღლესი კომფორტით” მოყვა, რომელიც ტვ 25-ის ეთერში 8 ივნისს გავიდა.




მასალების გადაბეჭდვის წესი