ახალი ამბები

თბილისიდან ქუთაისის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის რეაბილიტაცია 2 თვეში დასრულდება

6 ივნისი, 2014 • • 1118
თბილისიდან ქუთაისის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის რეაბილიტაცია 2 თვეში დასრულდება

ამ დროისათვის აღნიშნული გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის განახლება მიმდინაროებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური ნაგებობების, რკინა–ბეტონის მილების, კიუვეტების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, საგზაო ნიშნებისა და ავტობუსების გაჩერებების მოწყობა.

 

საავტომობილო გზა „ქუთაისი–საფიჩხია–ჭოგნარი“ აკავშირებს  ქუთაისსა და ქუთაისის შემოვლით გზას, მიმდებარე სოფლებს, ასევე, გზა უკავშირდება ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს.

 

“რეაბილიტირებული გზა ქუთაისის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის მგზავრობას კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფოს დაფინანსებით შპს „საქმილსადენმშენი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 3 018 000  ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვეში დასრულდება.

ქუთაისი-საფიჩხია–ჭოგნარის გზის რეაბილიტაცია
ქუთაისი-საფიჩხია–ჭოგნარის გზის რეაბილიტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი