ახალი ამბები

დავით ბაქრაძე: უკრაინის პრეზიდენტს ქართველი მრჩეველი ეყოლება, რაც ძალიან კარგია

26 მაისი, 2014 • • 1679
დავით ბაქრაძე: უკრაინის პრეზიდენტს ქართველი მრჩეველი ეყოლება, რაც ძალიან კარგია

“ჯერჯერობით კონკრეტულ გვარებს ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ის, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს ქრთველი მრჩეველი ეყოლება, თვითონ უკრიანის მხარემაც დაადასტურა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმ რეფრომების, რომელიც წინა ხელისუფლებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ გაატარა ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. წინასწარი შედეგებით არჩევნებში პოროშენკომ გაიმარჯვა და განაცხადა, რომ მისი ერთ–ერთი მრჩეველი საქართველოს მოქალაქე იქნება. მანამდე ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრიანის ახალ ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს სთავაზობენ.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი