ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშურმე “დონ ჩიჩო” დახურა

24 მაისი, 2014 • • 3975
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  საშურმე “დონ ჩიჩო” დახურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტმა კოსტავას 75-ში მდებარე საშაურმე “დონ ჩიჩოში” (შპს “CHICHO PLUS”) მონიტორინგი ჩაატარა.



სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ შაურმა დაბინძურებული იყო მეზოფილური აერობებით, ფაკულტატური ანაერობებით, კოლიფორმებით, ეშერიხია კოლის (E.Coli) ბაქტერიითა და სალმონელათი, რის გამოც საწარმოში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება.


“საწარმოს დახურვის საფუძველი გახდა კრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების დარღვევა და სხვ. საშაურმე “დონ ჩიჩოს” კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა შაურმისა და სხვა საკვები პროდუქტების რეალიზაციის უფლება.სურსათის ეროვნული სააგენტო კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ ობიექტს კვლავ გადაამოწმებს და საშაურმე მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას” – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი