ახალი ამბები

საპატრიარქო 23 მაისს აფხაზეთის დღეს აღნიშნავს

22 მაისი, 2014 • • 1050
საპატრიარქო 23 მაისს აფხაზეთის დღეს აღნიშნავს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ  23 მაისი 2013 წელს აფხაზეთის დღედ გამოაცხადა. 


2014 წლის 23 მაისს, 15 :00 საათზე საქართველოს საპატრიარქოში  აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება.

 

” 23 მაისი მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეა. როგორც ცნობილია, წმინდა სვიმონ კანანელი სოხუმთან ახლოს, სოფელ კომანშია, დაკრძალული. ამდენად, ბუნებრივია, რომ მოციქულის მიმრქმელი ამ მხარის ზეიმი მის სახელს დაუკავშირდეს. წმინდა სვიმონ კანანელის ხსენებასთან დაკავშირებით საზეიმო მსახურება აღევლინება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, რომელიც 12 მოციქულის სახელზეა აგებული. ხუთშაბათს ლოცვა დაიწყება 17 სთ-ზე, ხოლო წირვა -პარასკევს, 10 სთ-ზე. მსახურებას აღასრულებს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა” – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

 

 

საპატრიარქო
საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი