ახალი ამბები

მაშველებმა ყაზბეგში, ხევში ჩავარდნილი პოლონელი ტურისტი ამოიყვანეს

2 მაისი, 2014 • • 1265
მაშველებმა ყაზბეგში, ხევში ჩავარდნილი პოლონელი ტურისტი ამოიყვანეს

შეტყობინება იმის თაობაზე, რომ სტეფანწმინდა-გუდაურის გზაზე, ხეობაში ჩავარდა მოქალაქე, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამორიგეო განყოფილების სამაშველო ჯგუფი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. სამთო-სამაშველო ოპერაცია რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. სამაშველო ჯგუფმა დაშავებული პიროვნება დროულად ამოყვანა. დლუზნიაკ რობერტმარიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი