ახალი ამბები

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

1 მაისი, 2014 • • 1189
პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით,  კენჭი  “სახალხო დამცველის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების   ალტერნატიულ წინადადებას უყარა, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი დისკრიმინაციასთან დაკავშირებით არ შესრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ის მიმართავს სასამართლოს, რათა გამოყენებული იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ჯარიმა იმ პირის მიმართ, რომელიც არ შეასრულებს რეკომენდაციას.  

 

აღნიშნული ალტერნატიული წინადადება 43 ხმით 24-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

 

რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს, მისი მეორე მუხლის მეორე პიუნქტი, რის გამოც შეიძლებოდა საპარლამენტო უმცირესობას კანონპროექტისთვის მხარი არ დაეჭირა, შეიცვალა. კერძოდ, ამ პუქნტის თავდაპირველი ვარიანტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია’ აღარ ჩაითვლება ასეთად, თუ “ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, მათ შორის საზოგადოებრივი მორალის დაცვას, გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწვად”.

პარლამენტი
პარლამენტი

ჩასწორებულ ვარიანტში აღნიშნული ფორმულირების ნაცვლად ჩაიწერა, რომ ” პირდაპირი დისკრიმინაცია’ აღარ ჩაითვლება ასეთად, თუ “ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, მათ შორის საზოგადოებრივი ზნეობისა და წესრიგის დასადაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწვად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი