ახალი ამბები

არჩვენებისთვის წარმოდგენულ სიებში 50% “ქართულ ოცნებას” ექნება

22 აპრილი, 2014 • • 1502
არჩვენებისთვის წარმოდგენულ სიებში 50% “ქართულ ოცნებას” ექნება

შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ შეხვედრის თემა ადგილობრივი არჩევნები იყო:


“მალე “ქართული ოცნება”, კოალიცია უკვე წარმოადგენს მერობის კანდიდატებს, გემგებლების კანდიდატებს. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ კონსულტაციები გვჭირდება მთავრობასთან. მთავრობას თავისი მოსაზრებები გააჩნია. შეჯერება დასჭირდება პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლებთან და სწორედ ამაზე იქნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. პრინციპი არის ერთი, ყველაზე ღირსეული ადამინები იქნებიან ქალქის მერები, ყველაზე ღირსეული ადამინები იქნებიან საკრებულოს წევრებად. ჩვენ პარტიული კოდით და პარტიულობის პრინციპით არ დაგვიკომპლექტებია სია.”


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით კი, სიებში 50% “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს ექნება”:”ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ექვსპარტიულ კოალიციაში. ყველა საკრებულოში სიების თვალსაზრისით 50% ექნება  პარტია “ქართულ ოცნება– დემოკრატიულ საქართველოს, მეორე 50% ექნება კოალიციის სხვა პარტიებს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ყველა პარტიას თანაბარი რაოდენობა არ აქვს მაჟორიტარების. ეს არის თითოეული პარტიის მიერ თითოეულ საკრებულოში კანდიდატად წარდგენილი მაჟორიტარის კონკურენტუნარიანობის მიხედვით.  “

მასალების გადაბეჭდვის წესი