ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში “საქართველოს აგრესიის” მსხვერპლთა საპატივსაცემოდ მემორიალურ კომპლექსზე მუშაობენ

12 აპრილი, 2014 • • 2003
ცხინვალში “საქართველოს აგრესიის” მსხვერპლთა საპატივსაცემოდ მემორიალურ კომპლექსზე მუშაობენ

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან არსებული კომისიის სხდომა, ფოტო: osinform.ru
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან არსებული კომისიის სხდომა, ფოტო: osinform.ru

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, მომორიალი “საქართველოსთან ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს დაღუპულთა და საქართველოს მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად დაიდგმება.” 

 

მემორიალის დადგმის მიზანი, ოფიციალური განმარტებით, არის “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისა და განსაკუთრებით, მოზარდი თაობის ინფორმირება, თუ რა ისტორიული გზები გაიარა მრავალტანჯულმა ერმა, რომელიც მშვიდობისთვის იბრძოდა.”

 

“ეს ძეგლი ეძღვნება მათ, ვინც რესპუბლიკა დაკარგა. აქ მოსვლით თითოეულმა უნდა ნახოს და შეიგრძნოს ის, რაც მოხდა სამხრეთ ოსეთში, რა დაემართა მის ხალხს. ეს ადგილი განასახიერებს ჩვენი ხალხისა და რუსი ჯარისკაცის გმირობას,”– განაცხადა პრეზიფენტმა ლეონიდ თიბილოვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი