ხელოვნება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გეგუთის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს

11 აპრილი, 2014 • • 1892
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გეგუთის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს

კონსერვაცია ჩაუტარდება გეგუთის სასახლის არქიტექტურის დაზიანებული ნაწილებს, მთლიანად აღდგება სასახლის თითქმის დანგრეული გალავანი, დაჟანგებული კარი შეიცვლება და ადგილზე მოეწყობა გეგუთის სასახლი განათება, რაც დამთვალიერებელს ძეგლის ღამის საათებში დათვალიერების და მისი აღქმის საშუალებას მისცემს.

ივნისის თვეში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გეგუთის ციხის კომპლექსური განვითარების მიზნით, საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს, რომლის ფარგლებში მომზადდება წლების განმავლობაში მიტოვებული და განადგურებული ვიზიტორთა სახლის რეაბილიტაციის პროექტი.    

მასალების გადაბეჭდვის წესი